54. CAREAL.GE-ს სპეციალური პირობები:
მომხმარებელს CAREAL.GE-ზე განცხადების განთავსების გზით, ეძლევა მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების ონლაინ/სხვა საშუალებებით რეალიზაციის შესაძლებლობა.
54.1. სერვისის ტიპები და ლიმიტები
მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს რეალიზაციისთვის აირჩიოს როგორც უფასო ისე ფასიანი სერვისი. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს თვის განმავლობაში მისთვის მინიჭებული 3 უფასო განცხადებით.
54.2. ანაზღაურების პირობები
ანაზღაურების პირობები განისაზღვრება წინამდებარე წესების და პირობების 55-ე მუხლის (ანაზღაურება და მომხმარებლის ბალანსის მართვა) და 57-ე (ფასიანი სერვისების საფასური) თავების შესაბამისად.
55. ანაზღაურება და მომხმარებლის ბალანსის მართვა
55.1. კომპანიის ანაზღაურების პირობა
მომხმარებელი კომპანიასთან ანგარიშსწორებას ახდენს გადახდის შემდეგი მეთოდებით (გადახდის კონკრეტული მექანიზმები მითითებულია პლატფორმებზე ინდივიდუალურად და შეიძლება განსხვავდებოდეს ქვემოთ მითითებულის გან): - ნებისმიერი ბანკის ბარათით - გადახდის აპარატებით - ბალანსით (ინტერნეტ ბანკიდან შევსების გზით) - ნაღდი ანგარიშსწორებით კურიერთან მომხმარებელი ანაზღაურებს შეძენილი პროდუქტის, საკურიერო მომსახურებისა (საკურიერო მომსახურების საფასური დგინდება მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმებამდე ინდივიდუალურად.) და მის მიერ არჩეული კომპანიის სხვა სერვისის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჯამურ ღირებულებას. კომპანია უფლებამოსილია აღნიშნულ საფასური დააკავოს მომხმარებლის ბალანსიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან მომხმარებლის მიერ მითითებული გადახდის საშუალებებიდან. მომხმარებელი დაბრუნების/გაუქმების პოლიტიკით გათვალისწინებული უფლებების გამოყენების შემთხვევაში ანაზღაურებს ამავე დაბრუნების პოლიტიკით გათვალისწინებულ გადასახდელ თანხას. კომპანია უფლებამოსილია აღნიშნულ საფასური დააკავოს მომხმარებლის ანგარიშიდან ან კომპანიის მიერ მომხმარებლითვის გადასახდელი თანხიდან. ბარათით გადახდისას გადარიცხვის მიმღები არის კომპანია, რომელიც შემდგომ გზავნის მიღებულ თანხას/გადარიცხვას გამყიდველთან. კომპანია მომხმარებლებს საკრედიტო ბარათით გადახდისას წარმოქმნილი პრობლემის გადაჭრაში მხარდაჭერას გაუწევს მომხმარებელთა მომსახურების ცენტრის მეშვეობით. ბარათით ანგარიშსწორებისას კომპანია მოქმედებს, როგორც გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის ფინანსური აგენტი. მომხმარებლის ვალდებულება გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის წინაშე შესრულებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა მომხმარებლის მიერ კონკრეტული პროდუქტის ღირებულება და მასზე დარიცხული საკომისიო სრულად აისახება კომპანიის შესაბამის საბანკო ანგარიშზე. კომპანია მომხმარებლის მიერ გადახდილ პროდუქტის ღირებულებას გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხავს მხოლოდ მომხმარებლის მიერ პროდუქტის და მასზე დარიცხული საკომისიოს კომპანიის ანგარიშზე სრულად და ჯეროვნად ასახვის შემდეგ. კომპანიის მომსახურებით/სერვისით სარგებლობისთვის გამყიდველი კომპანიას უნაზღაურებს მომსახურების საფასურს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) „ფასიანი სერვისების საფასური-ს თავისა და დაბრუნების/გაუქმების პოლიტიკის შესაბამისად ან მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე. კომპანია უფლებამოსილია აღნიშნული საფასური დააკავოს მომხმარებლის ანგარიშიდან. იმ შემთხვევაში, თუ გამყიდველის მიერ გამოწერილი ანგარიშფაქტურის საფუძველზე დადგინდება, რომ იგი არის წინამდებარე ხელშეკრულების 49.1. (საგადასახადო ვალდებულებები, კანონმდებლობის დარღვევა და სანქციები) მუხლით გათვალისწინებული არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი, მომხმარებელი/კომპანია უფლებამოსილია 49.1 მუხლის შესაბამისად, გამყიდველის სახელით და მის სასარგებლოდ ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ს ტოლი თანხის გაქვითვა/დაკავება მოახდინოს უაქცეპტოდ გამყიდველისთვის გადასახდელი დარჩენილი ნასყიდობის/მომსახურების საფასურიდან. დაბრუნებული პროდუქტის შესაბამისი საფასური დაგიბრუნდებათ ანაზღაურების იმ მეთოდით, რომლითაც მომხმარებელმა დააფიქსირა შეკვეთა. ამასთანავე, თუ შეკვეთის დაფიქსირებიდან გასულია 3 კალენდარული დღე, თანხის დაბრუნებისთვის თქვენ უნდა წარმოადგინოთ გადახდის დამადასტურებელი ტრანზაქცია. (გამონაკლისია: ნაღდი ანგარიშსწორებით/გადახდის აპარატებით ანაზღაურების შემთხვევაში, მომხმარებელს თანხა აუნაზღაურდება საბანკო გადახდის მეთოდებით მომხმარებლის მიერ მითითებულ საკუთარ საბანკო ანგარიშის ნომერზე (აღნიშნული მეთოდის არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა წარმოადგინოს საბანკო რეკვიზიტები დოკუმენტის სახით პლატფორმის ელ.ფოსტაზე ან ჩატში გამოგზავნის გზით) ან მომხმარებლის ანგარიშზე/ბალანსზე/ელექტრონულ საფულეში (Careal.ge).ზე
55.5. CAREAL.GE ანაზღაურების პირობა
გამყიდველსა და მომხმარებელს შორის ანგარიშსწორება ხორციელდება მათი შეთანხმების საფუძველზე კომპანიისგან დამოუკიდებლად.
55.7. მომხმარებლის ბალანსის მართვა
მომხმარებელი/გამყიდველი ვალდებულია გაითვალისწინოს, რომ: მომხმარებელი/გამყიდველი თავად არის პასუხისმგებელი საკუთარი ბალანსის მართვაზე. თუ მომხმარებელს პირად ბალანსზე შეტანილი აქვს თანხა და მისი ბოლო ტრანზაქციიდან უკანასკნელი 36 (ოცდათექვსმეტი) თვის განმავლობაში არ განახორციელა მისი გამოყენება, კომპანია უფლებამოსილია, გაანულოს მომხმარებლის/გამყიდველის პირად ბალანსზე არსებული ნაშთი იმგვარად, რომ ჩამოჭრილი თანხა ჩაითვლება კომპანიის მომსახურების საფასურად. მომხმარებელი/გამყიდველი უფლებამოსილია, კომპანიას მიმართოს წერილობითი ფორმით და მოითხოვოს პირად ბალანსზე არსებული დადებითი ნაშთის უკან დაბრუნება/განაღდება. თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება ამგვარი მიმართვიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში და იმგვარად, რომ კომპანია უფლებამოსილია, დააკავოს დასაბრუნებელი თანხის 10% (ათი პროცენტი) 55.8. ანგარიშფაქტურის მოთხოვნა ინვოისით ხდება თქვენი ვირტუალური ბალანსის შევსება. ანგარიშფაქტურის მისაღებად გთხოვთ, გამოგზავნოთ პორტალიდან RS.GE ანგარიშფაქტურის მოთხოვნა. ანგარიშფაქტურა გამოგეწერებათ თვის ჭრილში გახარჯვის მიხედვით და არა ინვოისის მიხედვით გადახდილ თანხაზე. გახარჯვის გადამოწმება შეგიძლიათ შემდეგნაირად: თქვენს გვერდზე გადადიხართ ტრანზაქციებში, ირჩევთ ღილაკს - ჯგუფი, ჩამოშლით, აირჩევთ ხარჯს და პერიოდის მიხედვით მოახდენთ შედარებას.
55.9. ტრანზაქციების შეზღუდვა
CAREAL.GE პლატფორმებზე შეზღუდულია მომხმარებელთა შორის ან მომხმარებელსა და მესამე პირ/ებ/ს შორის შემდეგი გადარიცხვის ტრანზაქციები: • იურიდიულიდან > იურიდიულზე • იურიდიულიდან > ფიზიკურზე • ფიზიკურიდან > იურიდიულზე
56. რეკლამის სერვისი
56.1. მომხმარებელს სურვილის შემთხვევაში შეუძლია ისარგებლოს კომპანიის სარეკლამო სერვისით. რეკლამის საფასური და ვადები განთავსებულია პლატფორმაზე და წინამდებარე წესების და პირობების ფასიანი სერვისების საფასურის თავში. გაითვალისწინეთ, რომ ფასიანი სერვისები წარმოადგენს თქვენი პირადი სარგებლობისთვის განსაზღვრულ სერვისს, რომლის არჩევის და შეძენის შემთხვევაში თქვენს მიერ გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება. 56.2. თქვენს მიერ შერჩეული მომსახურების პაკეტით/პაკეტებით სარგებლობის ვადაა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღე. ვადის ათვლა დაიწყება შერჩეული მომსახურეობის პაკეტის ღირებულების ჩარიცხვის დღიდან და სრულდება ოცდამეათე კალენდარულ დღეს. 30 (ოცდაათი) დღიანი ვადის გასვლის შემდგომ მომსახურეობის გამოუყენებელი ნაწილი უქმდება და მისი გადატანა მომდევნო პერიოდზე არ მოხდება. ამ წესისგან განსხვავებული პირობები განისაზღვრება ფასიანი სერვისების საფასურის თავში. 56.3. მომხმარებელი/გამყიდველი ადასტურებს და ეთანხმება, რომ პლატფორმის პოპულარიზაციისთვის და პოტენციური მომხმარებლებისთვის შეთავაზების გაზრდის მიზნით, კომპანიას უფლება აქვს მომხმარებლის/გამყიდველის მიერ დადებულ განცხადებას გაუწიოს მომხმარებლის/გამყიდველის მიერ მითითებული სახისგან განსხვავებული რეკლამირება. (შეთავაზებები შეიძლება ნაჩვენები იყოს სხვა ვებგვერდებზე, აპლიკაციებში, ელ.წერილებში, და ონლაინ და ოფლაინ რეკლამებში). 56.4. მომხმარებელი/გამყიდველი ადასტურებს და ეთანხმება, რომ კომპანიამ შესაძლოა უზრუნველყოს განცხადებების/შეთავაზების/კონტენტის მთლიანად ან ნაწილობრივ თარგმნა სხვა ენაზე უცხოენოვანი მომხმარებლების დასახმარებლად. აღნიშნული თარგმანის სიზუსტის შემოწმებას ახდენს მომხმარებელი/გამყიდველი. კომპანია არ არის პასუხისმგებელი არასწორ ან უხარისხო თარგმანზე. 56.5. მომხმარებელი/გამყიდველი ადასტურებს, რომ კომპანია უფლებამოსილია მომხმარებლის/გამყიდველის განცხადებების/შეთავაზების რეკლამირებისთვის გამოიყენოს მომხმარებლის/გამყიდველის და პროდუქტის მწარმოებლის სახელი, სასაქონლო ნიშანი/ლოგო და მომხმარებლის/გამყიდველის მიერ განთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია/მასალა. 56.6. მომხმარებელი/გამყიდველი ადასტურებს, რომ კომპანიის მიერ მომხმარებლის/გამყიდველის პროდუქტის/უძრავი ქონების რეკლამირებისთვის შექმნილი სარეკლამო მასალაზე საავტორო და მომიჯნავე უფლებები ეკუთვნის მხოლოდ კომპანიას და მომხმარებელს არ შეიძლება მის მიმართ წარმოეშვას რაიმე სახის პრეტენზია. 56.7. მომხმარებელი/გამყიდველი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე წესებში და პირობებში განსაზღვრული რეკლამის/განცხადებების/ მასალების განთავსებისთვის დადგენილი წესები. 56.8. მომხმარებლის/გამყიდველის მიერ წინამდებარე წესების და პირობების დარღვევისას კომპანია უფლებამოსილია შეწყვიტოს მომხმარებლის/გამყიდველის მიერ განთავსებული რეკლამა/განცხადება. ასეთ შემთხვევაში, მომხმარებლის/გამყიდველის მიერ გადახდილი კომპანიის სერვისის საფასური რჩება კომპანიას, ხოლო მომხმარებელი/გამყიდველი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოსგადახდილი საფასურის უკან დაბრუნება. 57. ფასიანი სერვისების საფასური შპს „გეკ საქართველო“-ს პლატფორმის ფასიანი სერვისების საფასურები იხილეთ მითითებულ ბმულზე “ ფასიანი სერვისები”. გაფრთხილებთ, რომ პლატფორმის ფასიანი სერვისები შესაძლოა შეიცვალოს კომპანიის მიერ ცალმხრივად. სერვისის გამოყენებამდე გთხოვთ, გადაამოწმოთ კომპანიის სერვისების საფასურები. 58. ანგარიშის (პროფილის) დახურვა თქვენ (მომხმარებელი) უფლებამოსილი ხართ ნებისმიერ დროს კომპანიის პლატფორმაზე მომხმარებლის რეგისტრირებული ელ-ფოსტიდან კომპანიის ელექტრონულ ფოსტის მისამართზე (იხ. მე-15 მუხლში კომუნიკაცია) მითითებულ საკომუნიკაციო არხები) წერილობითი მიმართვით მოითხოვოთ თქვენი ანგარიშის (პროფილის) დახურვა და მონაცემების წაშლა. ანგარიშის (პროფილის) დახურვის მოთხოვნამდე დარწმუნდით, რომ ყველა თქვენი ვალდებულება შესრულებულია და არ გიფიქსირდებათ მიმდინარე დავალიანება ან ვალდებულება გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის/მყიდველის/კომპანიის მიმართ. თქვენი მომართვის დაფიქსირებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ჩვენ მოვახდენთ თქვენი მოთხოვნის შესრულებას - თქვენი ანგარიშის (პროფილის) დახურვასა და მონაცემების წაშლას. დახურულ ანგარიშზე არსებული პერსონალური მონაცემების რეგულირება თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლის უფლება განისაზღვრება პერსონალურ მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს მოქმედი კანონით. კომპანია ახდენს თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლას ისეთი მეთოდებით როგორიცაა დაშიფვრა და ფსევდონიმიზაცია. თქვენი მხრივ, თქვენ უნდა გაასუფთაოთ ქეში, ქუქი ფაილები და ისტორია თითოეული ბრაუზერისგან, რომელიც გამოიყენეთ კომპანიის ანგარიშზე შესასვლელად. თუ თქვენ ჩამოტვირთეთ კომპანიის აპლიკაცია თქვენს ნებისმიერ მოწყობილობაზე, თქვენ უნდა წაშალოთ ის. ანგარიშის (პროფილის) დახურვის შესახებ თქვენ კომპანიისგან მიიღებთ შესაბამის შეტყობინებას. ანგარიშის (პროფილის) დახურვისა და პერსონალური მონაცემების წაშლის საგამონაკლისო შემთხვევები. ჩვენ არ შეგვიძლია დავხუროთ ან წავშალოთ თქვენი ანგარიში/მონაცემები თუ: - თქვენ გიფიქსირდებათ მიმდინარე ვალდებულება/დავალიანება კომპანიის/გამყიდველის/მომსახურების მიმწოდებლის/მყიდველის მიმართ; - ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა თაღლითური ან უკანონო ქმედებების გამოვლენის/თავიდან აცილების/შემსუბუქების ან გამოძიების მიზნით; - ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად; - ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები საჭიროა საჩივრებზე რეაგირების მოსახდენად და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად; - არსებობს ბრძანება/განკარგულება/გადაწყვეტილება შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მხრიდან ანგარიშთან დაკავშირებული მონაცემები შენარჩუნება/შენახვაზე; თუ თქვენი მონაცემების წაშლას ვერ განვახორციელებთ რაიმე სახის მიზეზით, იგი შენარჩუნებული იქნება ჩვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკის შესაბამისად.